სოფო კილაძე - ოკუპანტმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა თავისი ნამდვილი სახე, მათთვის ადამიანის უფლებები არაფრად ფასობს
სოფო კილაძე - ოკუპანტმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა თავისი ნამდვილი სახე, მათთვის ადამიანის უფლებები არაფრად ფასობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთედეს, რათა ქართველი ექიმი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

„ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები, საქმიანობა არის უკანონო, შესაბამისად, მათ მიერ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება არის უკანონო და ეს ასეთად არის შეფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. სამწუხაროდ, ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ კიდევ რჩება უკანონო პატიმრობაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავათავისუფლოთ ის. სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ოკუპანტმა კიდევ ერთხელ დაანახა თავისი ნამდვილი სახე და ისიც, რომ მათთვის ადამიანის უფლებები საერთოდ არაფრად ფასობს“ ,- განაცხადა სოფო კილაძემ.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.