სოფო კილაძე - მწვანე საზღვარზე მილიონობით პოლიციელი ვერ დგას, რადგან სახელმწიფოსაც აქვს შესაძლებლობების ზღვარი
სოფო კილაძე - მწვანე საზღვარზე მილიონობით პოლიციელი ვერ დგას, რადგან სახელმწიფოსაც აქვს შესაძლებლობების ზღვარი

მაქსიმალურად კონტროლდება მწვანე საზღვარი, მაგრამ ამის მიუხედავად,, ტერორისტები მაინც ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას. მწვანე საზღვარზე მილიონობით პოლიციელი ვერ დგას, რადგან სახელმწიფოსაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი,  – ეს შეფასება ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი შეფასებით, ტერორიზმი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და მასთან საბრძოლველად ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატებიც აქტიურად ეხმარება.

,,ეს ადამიანები საქართველოში მწვანე საზღვრის გავლით შემოვიდნენ და მათ დამხმარეები ჰყავდათ ჩვენს ქვეყანაში. ის სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა, იყო ეფექტური. სახელმწიფოს უწევს ასეთ ნაბიჯებზე წასვლა ადამიანების დასაცავად. ტერორიზმი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა და მის წინააღმდეგ დაპირისპირებული ქვეყნებიც კი ერთობლივ ღონისძიებებს ატარებენ და ამ შემთხვევაში, ჩვენმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს, რაც მისასალმებელია”,- აღნიშნა კილაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისსა და ახმეტაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს.