სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გადახედვას საჭიროებს
სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გადახედვას საჭიროებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისთვის ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სჭირდება.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ძალიან ძველი კანონია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გადახედვას საჭიროებს.

„ახალი ვერსია, პროექტი არსებობს და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ეს პროცესი პარლამენტში დროულად დაიძრას. ვფიქრობ, ბევრი კუთხით პროექტი დასამუშავებელია“, – განაცხადა კილაძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

დატოვე კომენტარი