სოფო გორგოძე - ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა
სოფო გორგოძე - ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. ამის შესახებ გორგოძემ ეროვნული გამოცდების პირველი დღის შეჯამებისას განაცხადა.

„გამოცდის ბოლოსკენ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც, სამწუხაროდ, ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. მინდა, მივმართო აბიტურიენტებს, რომ გაფრთხილდნენ. შემოწმების მიუხედავად, მათ ელექტრონული მოწყობილობა თუ შეყვათ და ეს აღმოვაჩინეთ გამოცდის პროცესში, ისინი ავტომატურად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იხსნებიან. ამიტომ, ვთხოვ მათ, რომ ეს გაითვალისწინონ“,- აღნიშნა სოფო გორგოძემ.