სოფიო სომხიშვილმა პრაღის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სოფიო სომხიშვილმა პრაღის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ქართველმა მწიმეწონოსანმა ქალმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სომხიშვილმა ტურნირი სლოვენიელ სპორტსმენ ურსკა ტორკარის ძლევით დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში ხორვატ ივანა მარანიჩთან მარცხი მოჰყვა. ამის ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც იტალიელი ასია ტავანო და გერმანელი ელიზაბეტ პფლუგბეილი იპონებით დაამარცხა და მესამე საპრიზო ადგილს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ PRAGUE EUROPEAN OPEN 2022-ზე საქართველოს ქალთა ნაკრები 10 ძიუდოისტით იყო წარდგენილი, თუმცა ნატალია ყიფშიძე (48 კგ.), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ.), ნინო ლოლაძე, მზია ბებოშვილი (ორივე – 57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი, ინდირა სილაგაძე (ორივე – 63 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.), მარიამ ჭანტურია (78 კგ.) და სალომე მაყიშვილი (+78 კგ.) მედლების გარეშე დარჩნენ.