სოფიო სომხიშვილმა ოლიმპიადაზე თავისი პირველი შეხვედრა იპონით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადის დებიუტანტმა, სოფო სომხიშვილმა (+78 კგ) პირველი ორთაბრძოლა გერმანელი რენე ლუხტის წინააღმდეგ გამართა.

ჩვენმა ძიუდოისტმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყო და თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება იპონით მოიპოვა.

სოფიო სომხიშვილის მომდევნო მეტოქე მასპიძელი ქვეყნის წარმომადგენელი, გამოცდილი ფრანგი ძიუდოისტი და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი რომენ დიკო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.