სოფიო ქაცარავა - მჯერა, ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს სხვა დონეზე გადაიყვანს
სოფიო ქაცარავა - მჯერა, ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს სხვა დონეზე გადაიყვანს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს აღნიშნული ვიზიტი სხვა დონეზე გადაიყვანს და წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. მჯერა, რომ აღნიშნული კიდევ უფრო სხვა დონეზე გადაიყვანს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს და გააღრმავებს იმ თანამშრომლობას, რაც ასევე წარმატებულია გერმანიასთან, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანს გერმანია-საქართველოს თანამშრომლობას“, –  განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა.