გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს

22:22, 17.08.2018

გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 23-25 აგვისტოს გერმანიის კანცლერი სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

„მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები, ასევე ევროპული და საგარეო პოლიტიკის საკითხები“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. საქართველოდან კი მერკელი სომხეთში გაემგზავრება.

მსგავსი