გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს
გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 23-25 აგვისტოს გერმანიის კანცლერი სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
„მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები, ასევე ევროპული და საგარეო პოლიტიკის საკითხები“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. საქართველოდან კი მერკელი სომხეთში გაემგზავრება.