29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ წყვილთა თანრიგში თურქეთის ქალაქ ანტალიის ტურნირი მოიგო.
შაფათავა უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან დუეტში თამაშობდა და ორი რაუნდის გავლის შემდეგ, ფინალამდე მიაღწია, სადაც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა თურქი იპექ ოზისა და ყირგიზი ტსენია ულუკანის წყვილი – 5:7, 6:0, 13:11.
შეგახსენებთ, რომ შაფათავა ანტალიაში ერთეულებშიც გამოდიოდა, სადაც ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ იქ 3:6, 1:4 ჩამორჩა ჩეხ მირიამ კოლოდზიეოვასთან და თამაში შეწყვიტა.