ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მეოთხე ჩოგანი, ამერიკელი სოფია კენინი WTA-ის 2020 წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა.
ხმის მიცემისას კენინმა გაუსწრო ხუთ ჩოგბურთელს – იაპონელ ნაომი ოსაკას, რუმინელ სიმონა ჰალეპს, პოლონელ იგა შვიატეკს და ბელარუსებს – ვიქტორია აზარენკასა და არინა საბალენკას.
2020 წლის სეზონში კენინმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა, ასევე როლან გაროსის ფინალში გავიდა, სადაც შვიონტეკთან დამარცხდა.