სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი კლინიკაში გარდაიცვალა
სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი კლინიკაში გარდაიცვალა

სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკა „გორმედში“ დაუდასტურეს.

მის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებდნენ.

კლინიკაში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ორი მოქალაქე.

ამასთან, ავტომანქანაში მჯდომი ერთი არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.