სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

გორის მუნუციპალიტეტის სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ქორწილის კორტეჟის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი არასრულწლოვანია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირის გარდაცვალების ფაქტი საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.