სოფელ ქვემო ხოდაშენში მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა
სოფელ ქვემო ხოდაშენში მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში უბედური შემთხვევა მოხდა. 72 წლის მამაკაცი ჭაჭით სავსე ოთხმეტრიან ავზში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ავზში დასადუღებლად დაყენებული ჭაჭის ამორევას ცდილობდა.

თანასოფლელების თქმით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ეს ერთ თვეში ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდნის უკვე მეორე შემთხვევაა.