გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა
გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა

გურჯაანში მდებარე ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებაში“ შუახნის მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.