სოფელ ქვემო ბოდბეში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

01:25, 02.11.2019

სოფელ ქვემო ბოდბეში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი დააკავა. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი (სანადირო თოფი)“, – აცხადებენ უწყებაში.

როგორც საქართველოს პირველ არხს დედოფლისწყაროს მერმა, ნიკა ჯანიაშვილმა განუცხადა, დაჭრილი მამაკაცი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის, აკაკი თარაშვილის ვაჟი კობა თარაშვილია.

მსგავსი