სოფელ ქვემო ბოდბეში მამაკაცი დაჭრეს
სოფელ ქვემო ბოდბეში მამაკაცი დაჭრეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში 35 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა მხრის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული მამაკაცი ჯერ წნორში, „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს დედოფლისწყაროს მერმა, ნიკა ჯანიაშვილმა განუცხადა, დაჭრილი მამაკაცი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის, აკაკი თარაშვილის ვაჟი კობა თარაშვილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტამდე მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.