სოფელ ნატანებში, საზოგადოებრივ ცენტრში ბანკომატი დააზიანეს

10:55, 15.05.2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, საზოგადოებრივ ცენტრში „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი დააზიანეს.

წინასწარი ინფორმაციით, თანხა წაღებული არ არის. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი