სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.

თელავის რეფერალური საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 32 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომრეობაში იმყოფებოდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ექიმების განცხადებით, მეორე დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სოფელ ლაფანყურში რამდენიმე საათის წინ „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი