ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი და მისი მგზავრი დაშავდნენ.

30 წლამდე ასაკის მამაკაცები სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

დატოვე კომენტარი