სოფელ კასრისწყალში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სოფელ კასრისწყალში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ კასრისწყალში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1955 წელს დაბადებული ჯ.უ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კასრისწყალში 84 წლის ერესტო ღულელაური საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. თანასოფლელები ყვებიან, რომ მამაკაცს შირაქის ველზე საქონელი ჰყავდა და რადენიმე დღის წინ გაყიდა. ამ ფაქტის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში ის აღარ გამოჩენილა, რის გამოც, მეზობლებმა პოლიციას მიმართეს.

პოლიციამ მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული აღმოაჩინა. სავარაუდოდ, ის დააყაჩაღეს და მოკლეს.

დატოვე კომენტარი