სოფელ კასრისწყალში მამაკაცი მოკლული იპოვეს
სოფელ კასრისწყალში მამაკაცი მოკლული იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 84 წლის ერესტო ღულელაური საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. თანასოფლელები ყვებიან, რომ მამაკაცს შირაქის ველზე საქონელი ყავდა და რადენიმე დღის წინ გაყიდა. ამ ფაქტის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში ის აღარ გამოჩენილა, რის გამოც, მეზობლებმა პოლიციას მიმართეს.

პოლიციამ მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული აღმოაჩინა. სავარაუდოდ, ის დააყაჩაღეს და მოკლეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.