სოფელ დუისში აცხადებენ, რომ მურად მარგოშვილის მკვლელობის შესახებ არაფერი იციან
სოფელ დუისში აცხადებენ, რომ მურად მარგოშვილის მკვლელობის შესახებ არაფერი იციან

პანკისის სოფელ დუისში არ აქვთ ინფორმაცია, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მარჯვენა ხელად წოდებული მურად მარგოშვილის მკვლელობის შესახებ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დუისში მარგოშვილის ახლო ნათესავები ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ მარგოშვილის მკვლელობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

არაბული მედიის ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უახლოესი მრჩეველი და მარჯვენა ხელად წოდებული, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი მოკლეს.

როგორც ტელეკომპანია Al Sumaria იუწყება, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ კირკუკის მახლობლად მოკლეს.