მედიის ინფორმაციით, ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მარჯვენა ხელად წოდებული მურად მარგოშვილი მოკლეს
მედიის ინფორმაციით, ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მარჯვენა ხელად წოდებული მურად მარგოშვილი მოკლეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უახლოესი მრჩეველი და მარჯვენა ხელად წოდებული, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი,  იგივე მურად მარგოშვილი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია Al Sumaria იუწყება, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ კირკუკის მახლობლად მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დოკუმენტები აღმოაჩინეს, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერების შესახებ  ინფორმაციას შეიცავს.

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო დამარცხების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა.

აბუ ვალიდ ალ-შიშანი აშშ-ის „შავ სიაში“ ჰყავდა შეყვანილი.