სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს [ფოტო]
სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს [ფოტო]

სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.

„ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.