სოფელ ჭიხარულაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ ჭიხარულაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიხარულაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლის ანოტაციაში აღნიშნულია, რომ ეკლესია მე-19 საუკუნის შუა ხანებშია აგებული, სავარაუდოდ ძველი ეკლესიის ადგილას.

„დასავლეთის ფასადზე მარცხენა ფლანგზე აქვს თეთრ ქვაში ამოკვეთილი სამშენებლო წარწერა დათარიღებული 1862-63 წლებით. შესასვლელის თავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა.იგივე გამოსახულება მეორდება აღმოსავლეთ სარკმლის თავზეც. აქვს ჩაკვეთილი სიბრტყიანი თარო კარნიზი. დარბაზი გადახურულია კამარით. აღმოსავლეთით ორსაფეხურიან სატრიუმფო თაღიანი ნახევარწრიული აბსიდია.მის ჩრდილო გვერდზე თაღიანი ნიშაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.