სოფელ ცედანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება – დრონის კადრები
ხაშურში, სოფელ ცედანთან 10 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყება ხანძრის ეპიცენტრიდან დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და აცხადებენ, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ვერტმფრენი.