სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება 
სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება 

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.

სტუდენტები საქართველოს ხელისუფლებისგან უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

„ისეთი სიჩუმეა, თითქოს სხვისი ატოცი მიაქვთ. თუ თვითონ ვერ აჩერებენ ამ პროცესს, მაშინ ჩვენ მიგვიშვან”,- განაცხადა აქციის მონაწილე მიხეილ გეგეშიძემ.

აქციას მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას” წევრებიც შეუერთდნენ.

სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაამონტაჟეს, 19 ოქტომბერს კი, ღობის გავლება დაიწყეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაქტზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან, სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ.