სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორი ნაილი ვახანია ვაკის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პოლიციაში ვახანიასთან ერთად, მისი მამაც იმყოფება.

ვახანიამ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის უცნობ მამაკაცს მისი ოჯახის კუთვნილი ავტომობილის მინების ჩამსხვრევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მამაკაცმა მისი ოჯახის წევრების მიმართულებით იარაღი ისროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოლიციამ რეაგირება ოპერატიულად მოახდინა და გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ცნობით, დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

„სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოლიციამ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული“, – აცხადებენ შსს-ში.