სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი ქალბატონი უცნობ მამაკაცს მისი ოჯახის კუთვნილი ავტომობილის მინების ჩამსხვრევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მამაკაცმა მისი ოჯახის წევრების მიმართულებით იარაღი ისროლა.

შსს-ს ცნობით, დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

„სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოლიციამ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული“, – აცხადებენ შსს-ში.