სლოვენიაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

12:48, 16.06.2021

სლოვენიის ხელისუფლებამ გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში რვა თვის წინ გამოცხადდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობასთან ერთად, უქმდება შეზღუდვების უმეტესობა.

განახლდება კულტურული და სპორტული ღონისძიებები 75-პროცენტიანი დასწრებით, კორონავირუსზე აცრილი, გამოჯანმრთელებული და ნეგატიური ტესტის მქონე პირებისთვის.

ამასთან, შენარჩუნდება ზოგიერთი რეგულაცია. კერძოდ, ძალაში იქნება დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ვალდებულება.

ბოლო დღე-ღამეში სლოვენიაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი. სლოვენიის ზრდასრული მოსახლეობის 45 პროცენტს გაკეთებული აქვს კორონავირუსის აცრის პირველი დოზა, 32 პროცენტი კი ორივე დოზით არის აცრილი.

მსგავსი