სკოტ ბესენტი - ჩარლი მამაცი კაცი და დიდი პატრიოტი იყო, ამ უპატიებელ ძალადობას ადგილი არ აქვს ცივილიზებულ საზოგადოებაში
სკოტ ბესენტი - ჩარლი მამაცი კაცი და დიდი პატრიოტი იყო, ამ უპატიებელ ძალადობას ადგილი არ აქვს ცივილიზებულ საზოგადოებაში

კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმაურება აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი.

„მშვიდად განისვენე, მეგობარო ჩარლი კირკ. ჩემი გული ახლა მის საყვარელ ხალხთანააა ამ საზარელ დროს. ამ უპატიებელ ძალადობას ადგილი არ აქვს ცივილიზებულ საზოგადოებაში. ჩარლი მამაცი კაცი, ერთგული მეუღლე, მოსიყვარულე მამა და დიდი პატრიოტი იყო. გთხოვთ, შემომიერთდეთ მისი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნისთვის ლოცვაში“, – წერს ბესენტი სოციალურ ქსელში.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციას კონსერვატორი კომენტატორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ დაუკავებია.

კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.