„სიენენი“ - ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ
„სიენენი“ - ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ

კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც „სიენენს“ წყაროები უცხადებენ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ჩარლი კირკს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, ამ დრომდე არაა ნაპოვნი. გამოძიება გრძელდება.

მანამდე იუტას უნივერსიტეტის კამპუსის პოლიცია იუწყებოდა, რომ ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა, „ბიბისის“ ცნობით, დაკავებული პირი გააათავისუფლეს.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციას კონსერვატორი კომენტატორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ დაუკავებია.

კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.