„სივასპორის“ მწვრთნელი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბათუმის „დინამოს“ მოვუგოთ #1TVSPORT
„სივასპორის“ მწვრთნელი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბათუმის „დინამოს“ მოვუგოთ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსთან“ კონფერენს ლიგაზე შეხვედრამდე „სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიზა ჩალიმბეიმ გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, „სივასპორის“ მიზანი არა მხოლოდ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, არამედ შემდეგ ეტაპზე გასვლაცაა.

„წინა სეზონში არ გაგვიმართლა და ჯგუფიდან ვერ გამოვედით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წელს ჯერ ჯგუფში მვხვდეთ და მერე იქიდანაც გავიდეთ. ყველაზე რთული მეტოქე ბათუმის „დინამოა“. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ეტაპი გავიაროთ. ჩვენ პირველ მატჩში ძალიან კარგად უნდა ვიბრძოლოთ და იქიდან უპირატესობით დავბრუნდეთ“, – განაცხადა რიზა ჩალიმბეიმ.

სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მე -3 საკვალიფიკაციო ტურში მეტოქე ბათუმის „დინამო“ ძალიან კარგი გუნდია: „მათ ჩემპიონატში უკვე 21-ე მატჩი ჩაატარეს. „დინამო“ საქართველოს წამყვანი გუნდია. ძალიან საშიში მოწინააღმდეგეა და მართლაც კარგია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. გუნდი, რომელიც მუდამ გატანაზე ფიქრობს. მათ ბოლო მატჩი გასვლაზე 4:1 მოიგეს, თამაში, სადაც ბელარუსული გუნდი მათ გამოგდებას ფიქირობდა. ჩვენ ორი ძალიან რთული მატჩი გველის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე მეტოქის არ მეშინია“.

გუნდები ერთმანეთს პირველად 5 აგვისტოს ბათუმში შეხვდებიან, განმეორებით მატჩი კი ერთ კვირაში „სივას არენაზე“ გაიმართება.

5 აგვისტო

დინამო ბათუმი – სივასპორი 21:00

12 აგვისტო

სივასპორი – დინამო ბათუმი 22:00