„სიტროენ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს საგამოძიებო უწყებაში დღეს გამოკითხავენ
„სიტროენ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს საგამოძიებო უწყებაში დღეს გამოკითხავენ

კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს, გიორგი შარაშიძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს გამოკითხავენ.

გიორგი შარაშიძე საგამოძიებო უწყებაში 16:00 საათზეა დაბარებული.

საქმე ეხება მთავრობის განკარგულების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტვიჟენისთვის“ გადაცემულ ქონებას.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიორგი შარაშიძე აღნიშნულ საკითხზე 2017 წლის დეკემბერშიც გამოკითხა.

შეგახსენებთ, „კონსტრაქტ ვიჟენმა“ ლილოს ტერიტორია სახელმწიფოსგან 2016 წელს გარკვეული სახის ინვესტიციების განხორციელების პირობით შეისყიდა, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნა. ვალდებულების შეუსრულებლობას შარაშიძე მისი კომპანიის გაკოტრებით ხსნის.