სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა

13:23, 29.05.2018

სირიის არაბთა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა – ამის შესახებ ინფორმაციას სირიული მედია ავრცელებს.

სირიის სამთავრობო გამოცემა SANA-ს ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარეებმა ურთიერთაღიარების ხელშეკრულება გააფორმეს.

მსგავსი