სირიიდან გამოყვანილი ამერიკელი სამხედროები ერაყში გადაინაცვლებენ

09:04, 21.10.2019

სირიიდან გამოყვანილი ამერიკელი სამხედროები ერაყში გადაინაცვლებენ, სადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოლებენ. ინფორმაციას „ესოშიეტიდ პრესი“ პენტაგონის მეთაურზე დაყდნობით ავრცელებს.

თავდაცვის მდივნის, მაკ ესპერის თქმით, დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი ერაყში განლაგდება.

საუბარია ჯარისკაცებზე, რომლებიც სირიიდან რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გამოიყვანეს, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

მსგავსი