სირიაში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, ქალაქ აფრინში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქალაქი აფრინი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც თურქეთი და სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ.

თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მომხდარ წინა აფეთქებებში სირიელი ქურთების დაჯგუფებას, „სახალხო დაცვის შენაერთებს“ ადანაშაულებს. თურქეთი მიიჩნევს, რომ „სახალხო დაცვის შენაერთები“ ტერორისტული დაჯგუფებაა და „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ არის დაკავშირებული, ხოლო სირიელი ქურთები თურქეთს დამპყრობლად და ოკუპანტ ძალად განიხილავენ.

 

დატოვე კომენტარი