„სიონში“ ქოქიაშვილს „ვიტ ჯორჯიას“ ყოფილი მწვრთნელი დაეხმარება
„სიონში“ ქოქიაშვილს „ვიტ ჯორჯიას“ ყოფილი მწვრთნელი დაეხმარება
ბოლნისის „სიონის“ პირველი ახალწვეული ვასიკო გოგოლიძეა. ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გოგოლიძე 35-ე სკოლის აღზრდილია. 25 წლის ნახევარმცველი ბოლოს თელავის „თელავში“ თამაშობდა.
 
ეროვნული ლიგიდან ლიგა 2-ში დაქვეითებულმა ბოლნისურმა კლუბმა სეზონისთვის მზადება დაგვიანებით დაიწყო. შესაბამისად, მთავარი მწვრთნელიც გვიან დაინიშნა და დაკომპლექტებასაც დაგვიანებით შეუდგნენ.
ცნობილი გახდა ახალი მთავარი მწვრთნელის, დავით ქოქიაშვილის სამწვრთნელო სტაფის შემადგენლობა. ბოლნისის „სიონის“ ახალ დამრიგებელს „ვიტ ჯორჯიას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ახალგაზრდა ლაშა ფირცხელაიშვილი დაეხმარება.
მას გარდა, ქოქიაშვილის სამწვრთნელო შტაბის წევრები გახდნენ მანუჩარ მანჯავიძე და ბოლნისელი ახალგაზრდა მწვრთნელი გიორგი ოქროპირიძე. მეკარეებს კი, ასევე, ბოლნისელი სპეციალისტი დავით შეყლაშვილი მოამზადებს.