„სიონმა“ სპარინგში იმარჯვა - გუნდი თარხნიშვილმა დატოვა
„სიონმა“ სპარინგში იმარჯვა - გუნდი თარხნიშვილმა დატოვა

ბოლნისის „სიონმა“ მორიგი საკონტროლო მატჩი, ლიგა 3-ის „თბილისი სითისთან“ გამართა და დიდი ანგარიშით მოუგო 6:2.

გოლები: უგულავა (1. პენ), კობახიძე (61. პენ, 78), ნ. ხორხელი (62), ლ. ხორხელი (65), ნიკოლაშვილი (55. პენ).

სიონი: ისიანი ,კორიფაძე, ადამაძე, ლაშა უგრეხელიძე, ჯავაშვილი, გუჯაბიძე, გორგიაშვილი, ნიკა ხორხელი, ლუკა ხორხელი, ენდელაძე, უგულავა.

შეცვლაზე შევიდნენ: სეფიაშვილი, ტვილდიანი, კილასონია, ხვადაგიანი, ნიკოლაშვილი, კობახიძე, მახარობლიძე.

ვარლამ კილასონიას გუნდი, მოსამზადებელ ეტაპზე მორიგ საკონტროლო შეხვედრას, „გორის“ წინააღმდეგ „პეტრო არენაზე“ გამართავს.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის „სიონი“ თორნიკე თარხნიშვილმა დატოვა. 30 წლის გამოცდილი ნახევარმცველი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და საკონტროლო მატჩებშიც მონაწილეობდა, თუმცა ბოლნისურ კლუბს ვერ შეუთანხმდა და კლუბი დატოვა.