„სიონმა“ სპარინგი წააგო, ბოლნისელებმა ბალკანელი დაიმატეს
„სიონმა“ სპარინგი წააგო, ბოლნისელებმა ბალკანელი დაიმატეს

ბოლნისის „სიონი“ ზამთრის მოსამზადებელი ეტაპს და დაკომპლექტებას აგრძელებს. „სიონის“ მორიგი ახალწვეული ფილიპე სტოიაჩევსკია. მაკედონიელი ფეხბურთელი გუნდში ახლახანს ჩაირიცხა. 21 წლის ნახევარმცველმა „სიონის“ ფორმით ამხანაგურ შეხვედრაშიც მონაწილეობა მიიღო და პირველი გოლიც გაიტანა.

ეს რეგიონული ლიგის გორის „გორთან“ შეხვედრაში მოხდა, რომელთანაც დავით ქოქიაშვილის გაწვრთნილმა ბოლნისურმა გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში ფილიპე სტოიჩევსკმა გახსნა.

„გორმა“ ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა, თავი არჩილ ისმაილმა გამოიჩინა. მატჩის მიწურულს კი, ედუ ჩესანმა დაცვის შეცდომით ისარგებლა და გორელებს მოაგებინა – 1:2.