„სიონმა“ მეორე ტესტ-მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„სიონმა“ მეორე ტესტ-მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ბოლნისის „სიონმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური შეხვედრა გამართა – ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, გუნდი „რუსთავს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

გიორგი დარასელიას გაწვრთნილებიდან რუსთაველების კარი კორიფაძემ, სიჭინავამ და ღამბარაშვილმა აიღეს. „სიონმა“ მიმდინარე ჩემპიონატისთვის სამზადისი ერთი კვირის წინ დაიწყო და უკვე მეორე ტესტ-მატჩი გამართა.

სიონმა“ პირველი ამხანაგური შეხვედრა თბილისში შეკრებაზე მყოფ სომხეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე „არარატ-არმენიასთან“ ჩაატარა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გიორგი დარასელიამ „სიონი“ საზაფხულო შესვენებამდე მცირე ხნით ადრე ჩაიბარა, ბევრი ახალწვეული ჰყავს და ეროვნული ლიგა 2-ის განახლებამდე გუნდის დაკომპლექტებას და შეთამაშებას ცდილობს.

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების პირველი ეტაპი გუნდმა 46 ქულით დაასრულა, ისევე როგორც „გაგრამ“, მაგრამ პირადი შედეგებით მეორე ადგილზეა. „სიონი“ გათამაშებას 21-ე ტურის მატჩით განაახლებს, რომელიც 7 აგვისტოს გაიმართება – ბოლნისელები „შევარდენი 1906“-ს ესტუმრებიან.