„სიონმა“ მეორე საკონტროლო მატჩი მოიგო
„სიონმა“ მეორე საკონტროლო მატჩი მოიგო

ბოლნისის „სიონმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო შეხვედრაში თბილისის „შევარდენი 1906“ დაამარცხა.

მოსამზადებელ ეტაპზე ბოლნისის „სიონმა“ პირველი ამხანაგური შეხვედრა „გაგრასთან“ 0:1 წააგო. დიღმის სპორტულ კომპლექსში გამართულ  ამხანაგურ შეხვედრაში კი დავით ქოქიაშვილის გაწვრთნილებმა მეტოქე 4:2 დაამარცხეს.

„სიონის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა „სამტრედიადან“ გადასულმა თავდამსხმელმა, ზურაბ ღირდალაძემ. ერთი გოლი ვილი ისიანის ანგარიშზეა, ხოლო გუნდის კაპიტანმა, ჯაბა უგულავამ დუბლი შეასრულა.

ბოლნისის „სიონში“ კიდევ ერთიო სიახლეა – გუნდში ამიერიდან ბექა ნიკოლაშვილი ითამაშებს. 22 წლის ნახევარმცველი, გუნდს იჯარის წესით „საბურთალოდან“ შეუერთდა და 28-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

დატოვე კომენტარი