„სიონმა“ „გაგრა“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT
„სიონმა“ „გაგრა“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT

ბოლნისის „სიონი“ ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია – ლიგა 2-ის 35-ე ტურში ერთმანეთს გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდნენ. პირველადგილოსანი „სიონი“ „გაგრას“ 6 ქულით ასწრებდა და ფრეც ჰყოფნიდა, ჩემპიონობა რომ მოეპოვებინა.

გიორგი დარასელიას გაწვრთნილებმა მიზანს მიაღწიეს. პირველი ნახევარი ბოლნისელებმა 2:1 მოიგეს. „სიონი“ მე-9 წუთზე გიორგი ივანიაძემ დააწინაურა. მართალია, მე-18 წუთზე თამაზ მაქაცარიამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 38-ე წუთზე თომა ტაბატაძემ „გაგრას“ კარი მეორედაც აიღო.

მეორე ტაიმში სტუმრები სასურველი შედეგის მიღწევას ცდილობდნენ, მაგრამ ბოლნისელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს, საბოლოოდ, 2:1 მოიგეს და უშუალო კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით ერთი წლის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების უფლება მოიპოვეს.

35 ტურის შემდეგ „სიონმა“ 81 ქულა დააგროვა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „გაგრასთავის“ (72) მიუღწეველია. ლიგა 2-ის გამარჯვებული შემდეგ წელს ისევ ქართული ფეხბურთის ელიტაში ითამაშებს, ხოლო „გაგრა“ პლეი ოფში ეროვნული ლიგის ბოლოდან მეორეადგილოსანს შეხვდება.