„სიონმა“ „ჩიხურას“ ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„სიონმა“ „ჩიხურას“ ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

ბოლნისის „სიონში“ ახალწვეული ჰყავთ – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ლიგა 2-ის გუნდში გეორგი ბერეზოვი ითამაშებს.

„საყრდენი ნახევარმცველი ქართველი გულშემატკივრისთვის ნაცნობი ფეხბურთელია. ბერეზოვი გასულ სეზონში საჩხერის „ჩიხურას“ რიგებში თამაშობდა. რუსმა ლეგიონერმა შრომით ხელშეკრულება უკვე გააფორმა და რუსთავის „რუსთავთან“ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა“, – წერია ბოლნისის „სიონის“ გავრცელებულ ცნობაში.

გეორგი ბერეზოვი 26 წლისაა. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი საქართველოში 2020 წლის ზაფხულში, ევროთამაშებით გამოწვეული პაუზის დროს ჩამოვიდა. ის მანამდე ყაზახეთის პრემიერლიგის „კასპიისკიში“ თამაშობდა, რომელიც გაკოტრდა და საჩხერეს „ჩიხურაში“ ჩაირიცხა, სადაც 7 მატჩი ჩაატარა.

ვლადიკავკაზელი ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო ახალი სეზონიდან „ევპატორიას“ შემადგენლობაში თამაშობდა.