„სიონმა“ ახალწვეულები წარადგინა და სპარინგი მოიგო
„სიონმა“ ახალწვეულები წარადგინა და სპარინგი მოიგო

ბოლნისის „სიონი“ სეზონისთვის მომზადებას აგრძელებს. ცნობილი გახდა, რომ გუნდმა ორ ფეხბურთელთან კონტრაქტები გააფორმა.

„სიონში“ 27 წლის ნახევარმცველი ზვიად სიხარულია დაბრუნდა. ის გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავდა, თუმცა 2019 წლის ზაფხულში,კლუბის დატოვება მოუწია.ფეხბურთელმა „სიონის“ მაისურით ცხრა გოლი გაიტანა.

გუნდის ღირსებას ბოლნისის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გიორგი უგრეხელიძეც დაიცავს. 23 წლის ნახევარმცველი, „სიონს“, გასული წლის ზაფხულში, „არაგვიდან“ შემოუერთდა.

უგრეხელიძემ გუნდის ფორმით თავის გამოჩენა უკვე მოახერხა. ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ბოლნისის „სიონმა“ პირველი ამხანაგური შეხვედრა თბილისში, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში „ბორჯომთან“ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. უგრხელიძემ დუბლი შეასრულა, ისევე როგორც კვიცინაძემ, ერთი გოლი კი უგულავამ გაიტანა.