„სიონი“ „მერანმა“ და ქანთარიამ შეაჩერეს - „გაგრამ“ ლიდერთან სხვაობა ქულამდე შეამცირა #1TVSPORT
„სიონი“ „მერანმა“ და ქანთარიამ შეაჩერეს - „გაგრამ“ ლიდერთან სხვაობა ქულამდე შეამცირა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა – 5 მატჩში 22 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ მატჩში 4.4 გოლი, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია.

შევარდენი – ჩიხურა 4:0

კასპში გამართულ შეხვედრაში თბილისელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ბრეგვაძის დუბლთან ერთად (59, 70), გვარაძისა (2) და გოგოლაშვილის (26) გოლებით დამაჯერებლად გაიმარჯვეს. ახლო წარსულში ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, საჩხერეს „ჩიხურა“ კი მესამე ლიგისკენ მიექანება.

გარეჯი – ვიტ ჯორჯია 3:2

საგარეჯოში გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ხარებაშვილმა (8, 52) მასპინძლები ორჯერ დააწინაურა, მაგრამ მუზაშვილის (45) გოლით და ტყეშელაშვილის (64) ავტოგოლით „ვიტ ჯორჯიამ“ წონასწორობა ორჯერვე აღადგინა. საბოლოოდ, „გარეჯს“ გამარჯვება ისევ ხარებაშვილმა (79) მოუტანა, რომელმაც ჰეტ-თრიქი შეასრულა.

რუსთავი – მერანი (თბ) 0:3

თბილისის „მერანმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – გამარჯვებულებიდან გოლები დეისაძის (54), ღირდალაძის (84) და ჩიქოვანის (90+3) ანგარიშზეა.

სიონი – მერანი (მ) 2:2

„თამაზ სტეფანია არენაზე“ ლიგა2-ის ლიდერი ბოლნისის „სიონი“ მარტვილის „მერანმა“ შეაჩერა. პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი მასპინძელთა დამრიგებელს, ვარლამ კილასონიას გადასცეს, მაგრამ ამჯერად გუნდმა ვერ გაახარა. მართალია, კილასონიას ავტოგოლის (6) შემდეგ ბოლნისელები უგულავას (30) და სიჭინავას (56) გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ მე-60 წუთზე მარტვილელთა თავდამსხმელმა ქანთარიამ მასპინძელთა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

დინამო (ზ) – გაგრა 1:5

განმუხურში „გაგრა“ სრულ უპირატესობას ფლობდა და მარკოზაშვილის (13), მუმლაძის (40), სამუშიას (70), ვეკუასა (74) და 0:5 სულთანიშვილის (76) გოლებით დამაჯერებლად გაიმარჯვა. ზუგდიდელებიდან პრესტიჟის გოლი წურწუმიას (85) ანგარიშზეა.

სიონმა“ ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო და „გაგრამ“ ლიდერთან ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა. ეს ორი გუნდი ეროვნულ ლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატები არიან. მომდევნო ტურის მატჩები 12 და 13 ივნისს გაიმართება.