„სიონი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა
„სიონი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა

ეროვნული ლიგა 2-ში მე-8 ტურის შეხვედრები ბოლნისში გამართული მატჩით დაიწყო – „სიონმა“ ზუგდიდის „დინამო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„თამაზ სტეფანია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე ბოლნისელთა თავდამსხმელმა, ვილი ისიანმა დავით საჯაიას გადაცემის შემდეგ გახსნა. თუმცა, ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე, ზუგდიდელებმა საბა ნადირაძის გოლით წონასწორობა აღადგინეს. „სიონმა“ გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე გაიტანა – შესვლაზე შემოსულმა გივი ხეცურიანმა „სიონი“ მეორედ ისევ საჯაიას პასით დააწინაურა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა – 2:1.

ამ გამარჯვებით, ბოლნისის „სიონმა“ 12 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ზუგდიდის „დინამო“ ექვსი ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა.

რვა ტურის დანარჩენი შეხვედრები ორ დღეს გაგრძელდება:

ორშაბათი, 17 აგვისტო

რუსთავი – არაგვი

19:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

სამშაბათი, 18 აგვისტო

ვიტ ჯორჯია – შუქურა

17:30. დავით პეტრიაშვილი – არენა. თბილისი

სამგურალი – შევარდენი 1906

17:30. 26 მაისი – წყალტუბო

გაგრა – მერანი მრ

17:30. მუხიანის სპორტული კომპლექსი – თბილისი.