სიმონე ინძაგის სამი მატჩი მისცეს „ინტერში“ სიტუაციის გამოსასწორებლად #1TVSPORT
სიმონე ინძაგის სამი მატჩი მისცეს „ინტერში“ სიტუაციის გამოსასწორებლად #1TVSPORT

„ინტერის“ მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის ამ მომენტისთვის არ ემუქრება გათავისუფლება, მაგრამ უახლოეს მატჩებში შედეგების გაუმჯობესება დასჭირდება, რათა შეინარჩუნოს სამუშაო ხანგრძლივ პერსპექტივაში.

სერია A-ს ბოლო ტურში „ინტერმა“ „ფიორენტინასთან“ წააგო. ეს მისი ზედიზედ მესამე მარცხი იყო ჩემპიონატში. სულ „ნერაძურის“ სეზონში 10 წაგება დაუგროვდა, რაც პირველად მოხდა 2015-16 წლების სეზონის შემდეგ.

La Gazzetta dello Sport-ის მონაცემებით, „ინტერის“ სურვილია, სეზონი ინძაგის ხელმძღვანელობით დაასრულოს და ახალი მწვრთნელი ზაფხულში აირჩიოს. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, გაათავისუფლოს ინძაგი, თუ ის ვერ შეცვლის სიტუაციას მომდევნო სამ მატჩში. სამშაბათს „ინტერი“ იტალიის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას ჩაატარებს „იუვენტუსთან“, უქმეებზე სერია A-ში შეხვდება „სალერნიტანას“ და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე – „ბენფიკას“.

ინძაგის განთავისუფლების შემთხვევაში დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს შეასრულებს „ინტერის“ ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი კრისტიან კივუ.