მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი „ბეარძოტის პრემიის“ მფლობელი გახდა. ეს პრიზი იტალიაში წლის საუკეთესო მწვრთნელს გადაეცემა და ის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის დაწესებული.
„მადლიერი ვარ ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღებისთვის, რომელიც დიადი მწვრთნელისა და ადამიანის სახელს ატარებს. ეს ჯილდო შეუძლებელი იქნებოდა ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობდნენ მრავალი წლის განმავლობაში. ამ პრიზს მათ და ჩემს ოჯახს ვუძღვნი“, – განაცხადა ინძაგიმ.
სერია A-ს 28 ტურის შემდეგ „ინტერი“ 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს. გუნდს ზედიზედ 13 ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული.